შეფასება



პროექტის განხორციელების პროცესში მოსწავლეებზე დაკვირვების ცხრილი


დაკვირვების საგანი
კომენტარები
შედგა თუ არა თანამშრომლობა ჯგუფში

იყვნენ თუ არა მოსწავლეები მოტივირებულნი და რამ განაპირობა მოტივაცია

აგრძელებდნენ თუ არა მოსწავლეები მუშაობას გაკვეთილების შემდეგ

ჰქონდა თუ არა მათ შეხვედრებს პროექტის განხორციელებისას სისტემატური და საქმიანი ხასიათი

იყვნენ თუ არა ჯგუფში პასიური მოსწავ­ლეები და რა იყო მათი პასიურობის მიზეზი

ჰქონდა თუ არა მათ შეხვედრებს პროექტის განხორციელებისას სისტემატური და საქმიანი ხასიათი


  

  მოსწავლეებმა კარგად გაართვეს თავი სამუშაოს, ჩვენი თვითმიზანი არ ყოფილა დაწვრილებითი და ამომწურავი ინფორმაციის შეგროვება ელექტრობის შესახებ, დასახულ მიზანს კი, ჩემი აზრით, მივაღწიეთ და ყველა ის უნარ-ჩვევა, რომლებსაც ბავშვები გაკვეთილზე იღებენ, პრაკტიკულად გამოიყენეს და განიმტკიცეს.


პროექტის შეფასების რუბრიკა

კრიტერიუმები
დაბალი
საშუალო
კარგი
საუკეთესო
აქტიურობა და ჩართულობა
არ არის ჩართული პროექტში
ნაკლებადაა ჩართული პროექტის მსვლელობაში
ჩართულია პროექტის მსვლელობაში
აქტიურადაა ჩართული და საუკეთესოდ ართმევს თავს მოვალეობას
ჯგუფში მუშაობა
პროექტის განმავლობაში არ მონაწილეობს ჯგუფურ მუშაობაში
ნაკლებად არის ჩართული ჯგუფურ მუშაობაში
ჯგუფში კარგად მუშაობს მაგრამ აქვს ხარვეზები
აქტიურადაა ჩართული ჯგუფურ მუშაობაში
პრეზენტაცია
დარღვეულია ლოგიკა, თემა ბუნდოვანია, ვერ ახერხებს პრეზენტაციას.
ნაწილობრივ გასაგებია და განმარტებას მოითხოვს
ლოგიკურად არის აგებული, შეინიშნება მცირე ხარვეზები
თემა ლოგიკურადაა აგებული, წარმოდგენილი საკითხები ნათელია. პრეზენტაცია თვალსაჩინოა და გასაგები
საერთო შთაბეჭდილება
ვერ გაერკვა და უარყოფითი შთაბეჭდილება დატოვა პროექტის მსვლელობისას
ნაწილობრივ გაერკვა პროექტის იდეაში გამოავლინა საშუალო ტენდენციები.
ჩაერთო პროექტის პროცესში მაგრამ არა აქტიურად. დატოვა დადებითი შთაბეჭდილება.
სრულყოფილად შეასრულა პროექტით გათვალისწინებული გეგმები. არის აქტიური, მიზანი მიღწეულია

No comments:

Post a Comment