Thursday, October 3, 2013

პროექტის გეგმა



პროექტი ,,მოგზაურობა ელექტრობის ისტორიაში“          
       1.    სასწავლო პროექტის სახელწოდება:
       ,,მოგზაურობა ელექტრობის ისტორიაში“;
       2.    პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1–2 წინადადებით:
ვირტუალური მოგზაურობა ფიზიკის ისტორიის მცირე და ამავე დროს უზარმაზარ სფეროში, რასაც ელექტრობა ჰქვია და რომლის გარეშეც დღეს ცხოვრება წარმოუდგენელია;
       3.    პროექტის აქტუალობა:
პროექტი აქტუალურია იმით, რომ მოსწავლეები არ შემოიფარგლებიან სახელმძღვანელოთი და გაიმდიდრებენ ინფორმაციულ ცოდნას, შეძლებენ ქრონოლოგიურად დაალაგონ ესა თუ ის აღმოჩენა ელექტრობაში და წარმოადგინონ ელექტრობის ერთი მთლიანი სურათი;
      4.    პროექტის მიზანი:
ელექტრობის საფუძვლიანი შესწავლა (ელექტრობაში სხვადასხვა ფიზიკოსის აღმოჩენებისა და დამსახურების კვლევა), კვლევის, ძიების, ინფორმაციის დახარისხებისა და ქრონოლოგიურად დალაგების, ისტ–ის გამოყენების უნარ–ჩვევების განვითარება;
      5.    მონაწილეთა ასაკი:   15–16 წელი,   X კლასი
      6.    ვადები/ხანგრძლივობა:   ერთი თვე;
      7.    მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
 ამ პროექტზე მუშაობისას მოსწავლეებს განუვითარდებათ ჯგუფური და ინდივიდუალური, შემოქმედებითი მუშაობის, თანამშრომლობის, კომუნიკაციის, ინტერნეტში მუშაობის და ინფორმაციის მოძიება–დახარისხების უნარ–ჩვევები, მიიღებენ პროექტული მუშაობის გამოცდილებას, გაიმდიდრებენ ინფორმაციულ ცოდნას, მოამზადებენ პრეზენტაციას PowerPoint–ის პროგრამაში, დაწერენ სცენარს მინი–სპექტაკლისთვის და ტექსტებს სიმღერებისთვის, განხორციელებული პროექტი განთავსდება ბლოგზე;
      8.    პროექტისთვის საჭირო რესურსები:
ბიბლიოთეკა, მასწავლებელი (ფიზიკის და ხელოვნების), სახელმძღვანელო, კომპიუტერი, ინტერნეტი, პროექტორი, ციფრული ფოტოკამერა, ვიდეოკამერა, მუსიკალური ცენტრი, როიალი;
      9.    პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
  •      მოსწავლეები მასწავლებელთან ერთად არჩევენ პროექტის თემას და განსაზღვრავენ მიზანს;
  •  დაიწერება პროექტის გეგმა
  •     პირველ ეტაპზე მოსწავლეები მუშაობენ ინფორმაციის მოძიებაზე ინდივიდუალურად;
  •      შემდეგ ეტაპზე მართავენ შეხვედრას  და ინფორმაციას ალაგებენ ქრონოლოგიურად(აღმოჩენების მიხედვით);
  •  მოძიებული ფოტომასალით აკეთებენ PowerPoint–ის პრეზენტაციას;
  •  ქმნიან სიმღერების ტექსტებს და წერენ პიესას მინი სპექტაკლისთვის;
  •    გადიან რეპეტიციებს სიმღერაში ხელოვნების პედაგოგ–მარინა მჭედლიძის ხელმძღვანელობით;
  •      ემზადებიან შემეცნებითი–მუსიკალური ღონისძიებისთვის პროექტის წარმოსადგენად, აფორმებენ დარბაზს ელექტრობის განწყობის შესაქმნელად;
  •    მართავენ შემეცნებით–მუსიკალურ ღონისძიებას (პროექტის პრეზენტაცია) PowerPoint–ის პრეზენტაციის თანხლებით;
  •        პროექტის შეფასება მოხდება შეფასების რუბრიკის საშუალებით;
  •   ღონისძიების შემდეგ გაკეთდება ფოტოკოლაჟი MovieMaker-პროგრამაში;
  •   დასრულებული პროექტი ვიდეო და ციფრული რესურსებით  განთავსდება ბლოგზე;
       10. ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
პროექტის ბოლოს მიღწეული შედეგები კავშირშია ეროვნულ სასწავლო გეგმით დადგენილ წლის ბოლოს მისაღწევ შედეგებთან:

  •     მოსწავლეს შეუძლია ელექტრული მოვლენების კვლევა, ავლენს უსაფრთხოების წესების ცოდნას ელ. ხელსაწყოების მოხმარებისას;
  •         მოსწავლეს შეუძლია ფიზიკაში მეცნიერული აღმოჩენების დაკავშირება ყოველდღიურობასთან;
  •      მოსწავლე მოიპოვებს ინფორმაციას სხვადასხვა ელ. ხელსაწყოების შექმნასა და განვითარებაზე, იკვლევს მათ გავლენას საზოგადოების განვითარებაზე და გარემოზე, წარმოადგენს პროექტის სახით.
       11. პროექტის ხელმძღვანელი:    ფიზიკის მასწავლებელი– მაია თათეშვილი
       12. პროექტის ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: tateshvilimaia@gmail.com
       13.  პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი:  tateshvilimaia11.blogspot.com