პიესა მინი სპექტაკლისთვის ,,ლითონთა კოროზია"


მინი სპექტაკლი  ,,ლითონთა კოროზია“


    ვაკოსანაპიროზე ლამაზი თეთრი იახტა ირწევა ზღვის ტალღებზე, მისი სინატიფე ზღვის  მუქ  ლურჯ ფონზე კიდევ უფრო მკვეთრად შეიგრძნობა. ნაპირზე მოსეირნე ხალხის ყურადღება ძალაუნებურად  ,,ზღვის ექოსკენ“ არის მიმართული (ასე ჰქვია გემს).

    ნინო– სწორედ რომ მშვენიერებაა!   (ეუბნება ერთი მეორეს)–თქმა არ უნდა, ნამდვილად ღირს ნახევარი მილიონი!

    ანა– მე ნახევარ მილიონს წყალში გადასაგდებად ვერ გავიმეტებდი!  (მრავალმნიშვნელოვნად პასუხობს თანამოსაუბრე)

   ნინო– ეს რას ნიშნავს?  (უკვირს პირველს)

   ანა– ეს იმას ნიშნავს, რომ საცდელი ცურვის დამთავრებამდე ამ შენს მშვენიერ ქმნილებას წყალი გაუშვია! მგონი უბრალო ჯართად დაჭრაც ვერ მოახერხონ, ძლივს ასწრებენ წყლის ამოტუმბვას, შეიძლება მალე ჩაიძიროს კიდეც, მოქლონები სულ შეჭმული ჰქონია.

    ნინო– აკი განსაკუთრებული მედეგი შენადნობისგან ვაგებთო, რეკლამისაგან აჭრელებული იყო გაზეთები!

   ანა–სწორედ შენადნობის მედეგობას გამოეხმაურა ასე უმოწყალოდ ,,ზღვის ექო“–მაგრამ ვინ იცოდა, რომ ამდენად საბედისწერო იქნებოდა  ეს სახელი გემისათვის?

    ვაკო–უცნაურად ხომ არ ჟღერს, რომ კარგი მედეგობა შეიძლება სავალალო ავარიის მიზეზი გახდეს?

    ამხსნელი კახა–თქვენ ალბათ ხვდებით, რომ მშვენიერი იახტა კოროზიამ იმსხვერპლა.
                                                             მაინც რა მოხდა?
,,ზღვის ექოს კორპუსი აგებული იყო კოროზიამედეგი შენადნობისაგან, ე.წ. მანელისაგან, სხვა ნაწილები ფოლადისაგან. მშენებლობის ბოლოს გამოირკვა, რომ მანელის მოქლონები აღარ კმაროდა და მისი ნაწილი ფოლადის მოქლონებით შეცვალეს–რა მნიშვნელობა აქვს!–ორივე მასალა აბსოლუტურად საიმედოა და მედეგი ზღვის წყალშიო–დაასკვნეს ექსპერტებმა. და, აი სწორედ ექსპერტების დასკვნა აღმოჩნდა საბედისწერო: ცალკ–ცალკე ორივე მასალა, მართალია მედეგია, მაგრამ როდესაც ისინი ერთად არის ჩაშვებული ზღვაში, ხდება საკვირველება: ერთ–ერთი მათგანი, კერძოდ ფოლადი, იწყებს ინტენსიურ გახსნას! საქმე ისაა, რომ ამ დროს იქმნება კოროზიის ხელშემწყობი პირობები–ელექტროლიტის გარემოში, ზღვის წყალი კი კარგი ელექტროლიტია მასში გახსნილი მარილების წყალობით, წარმოიქმნება გალვანური წყვილი. ის ლითონი, რომელიც უარყოფითი პოტენციალით ხასიათდება, გადადის ხსნარში–იწყებს გახსნას. სწორედ ამით აიხსნება ზღვის წყლის ძლიერი აგრესიულობა–იგი უმოწყალოდ ჭამს ლითონებს.

    ვაკო– ეს ამბავი მე–20 საუკუნის ოციან წლებში მოხდა, იმ დროინდელი ცოდნის დონე უძლური აღმოჩნდა კოროზიის თითქოს შეუმჩნეველი, მაგრამ ესოდენ შემმუსვრელი ძალის წინააღმდეგ. ხოლო მშვენიერი იახტა გახდა ზღვის კიდევ ერთი სასტიკი შურისძიების სინონიმი.
    მაგრამ ჩვენს დაუდევრობას და უცოდინარობას არა მარტო ზღვა გამოეხმაურება ხოლმე: კოროზიისაგან გამოწვეულმა დანაკარგებმა გადააჭარბა ლითონის ფონდის მატებას მსოფლიოში. ამდენად იქნებ უფრო სამართლიანი ყოფილიყო ამგვარი მოვლენებისათვის საერთოდ ,,ბუნების შურისძიება“ გვეწოდებინა?
  


   




No comments:

Post a Comment