ტექსტები სიმღერებისთვის


მოსწავლეებმა პროექტის პრეზენტაციას გაუკეთეს შესავალი ცოდნის შესახებ ილია ჭავჭავაძის ცნობილი ,,მარგალიტებით“ და ეს სიმღერა მიუძღვნეს მასწავლებლებს


1.   არჩილ კერესელიძის ,,ყელსაბამის“ მიხედვით

განათლება, სწავლა, ცოდნა,
სიმდიდრეა მადლიანი,
თქვენგან გულით ნაჩუქარი, სანუკვარი,
 განათლება სიმდიდრეა მადლიანი;

                         მეგობრებო, გახსოვთ წამი,
                         რომ შევაღეთ სკოლის კარი,
                         თქვენ კი თქვენი გული წრფელი, მოგვიძღვენით,
                         მოგვიძღვენით, გული ჩვენთვის ანაძგერი;

განათლება, ჩვენთვის არის
ცოდნის კარის გასაღები
და ზღაპრული თქვენი შრომის ანარეკლი,
განათლება, სიმდიდრეა მადლიანი,
განათლება, სიმდიდრეა სანუკვარი.








2.
ზღაპრული მიწა და ზღაპრული ცა,
მუხტით დამუხტული დედამიწა,
დამუხტვა, განმუხტვა, დამიწება,
ზღაპრული სამყაროც აქ იწყება

მის.               სამყაროს გულისთქმას თუ გაიგებ,
                      ამოვა მზე,  წვიმა გადაიღებს;

ბუნების მრისხანე მოვლენები
და ფიზიკის ზუსტი კანონები,
გალვანი, ამპერი, მუშენბრუკი,
ფრანკლინი, ვოლტა და ფარადეი;

 მის.               სამყაროს გულისთქმას თუ გაიგებ,
                        ამოვა მზე, წვიმა გადაიღებს;

ექსპერიმენტები, კვლევა და ცდა,
ციდან დაშვებული ელექტრობა,
აღმოჩენები და მიღწევები,
ესაა ფიზიკის საფუძვლები;

მის.               სამყაროს გულისთქმას თუ გაიგებ,
                      ამოვა მზე, წვიმა გადაიღებს;

ზეციდან ეელვის გამოწვევა,
საფრთხე შიიში და თავგანწირვა,
უძველეს პართელთა ელექტრობა,
ფანტასტიკაა თუ რეალობა;

მის.               სამყაროს გულისთქმას თუ გაიგებ,
                      ამოვა მზე, წვიმა გადაიღებს;

ზღაპრული მიწა და ზღაპრული ცა,
მუხტით დამუხტული დედამიწა,
დამუხტვა, განმუხტვა, დამიწება,
ზღაპრული სამყაროც აქ იწყება

მის.               სამყაროს გულისთქმას თუ გაიგებ,
                      ამოვა მზე, წვიმა გადაიღებს;





No comments:

Post a Comment